მთავარი » 2013 » აპრილი » 7 » აბიდალი:"დაავადება დამარცხებულია!"
2:50 PM
აბიდალი:"დაავადება დამარცხებულია!"

245556

"ბარსელონას” ფრანგი მცველი ღვიძლის გადანერგვის ოპერაციისა და ხანგრძლივი რეაბილიტაციის პერიოდის გავლის შემდგომ მოედანზე დაბრუნდა.

"მალიორკასთან” გამართული გუშინდელი შეხვედრის მეორე ტაიმში "ბარსელონას” შემადგენლობაში ფრანგი მცველი ერიკ აბიდალი გამოჩნდა. "ბლაუგრანას” ფეხბურთელისათვის ღვიძლის გადანერგვის ოპერაციის შემდგომ ეს პირველი ოფიციალური მატჩი გამოდგა, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ გადაიტანა, ერიკმა კი საბოლოო ჯამში იძულებით 402 დღე გამოტოვა.

"ეს იყო მართლაც განსაკუთრებული მომენტი. მინდა დიდი მადლობა მოვუხადო ჩემს ძმას, რომელიც დონორად მოგვევლინა – მის გარეშე ახლა აქ არ ვიქნებოდი”, – აცხადებს ფრანგი მატჩისშემდგომ ფლეშ-ინტერვიუში.

"მინდა შევახსენო იმ ხალხს, რომლებიც ამჟამად მთელი მსოფლიოს საავადმყოფოებში კიბოს ებრძვიან, რომ ყველაფერი მათ ხელშია. არა ჩემი ნებით, რა თქმა უნდა, თუმცა, მე მათთვის მაგალითად ვიქეცი. ჩემი რჩევაა – არ შევწყვიტოთ ბრძოლა, ღმერთის გვჯეროდეს და მათი დახმარება მივიღოთ, ვინც ყოველთვის მზადაა მხარი დაგიჭიროს”, – განაცხადა აბიდალმა.

კატეგორია: ლაზარეთი | ნანახია: 715 | დაამატა: gigagiga | ტეგები: სიმსივნე, აბიდალი, დაავადება, 402 დღე | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 gigagiga  
0
აბიიიიი rah rah

სახელი *:
Email *:
კოდი *:
ბარსა 4:2 ბეტისი
შესვლის ფორმა
Tankionline.com
პოეზიის ერთი წვეთი
ჩანაწერების არქივი
მომდევნო მატჩი
Trailer
ჩვენი გამოკითხვა
ესაჭიროება ბარსელონას ახალი მწვრთნელი?
სულ პასუხი: 8
ბოლო მატჩის გმირი
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  აპრილი 2013  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
რეკლამა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0
www.wsa.ge