მთავარი » 2013 » მაისი » 1 » ბარსელონა 0:0 ბაიერნი [პრევიუ]
9:04 PM
ბარსელონა 0:0 ბაიერნი [პრევიუ]

ბარსელონა 0:0 ბაიერნი


მატჩის პირდაპის ტრანსილაციას გთავაზობთ:რუსთავი 2  Livetv.ge

ბოლო პერიოდში დიდ ქამბექებზე ხშირად საუბრობენ, თუმცა ჯერჯერობით ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა – როდესაც "ბარსელონამ” "მილანთან” გასვლაზე 0:2 წაგების შემდგომ საკუთარ კედლებში მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. "გალათასარაიმ” "რეალი” ცოტათი "ანერვიულა”, "არსენალმა” – "ბაიერნი”, გუშინ კი "ბორუსიას” წინააღმდეგ "რეალიც” ახლოს იყო წარმოუდგენელი საოცრების ჩადენასთან.

თუმცა მადრიდელებს პირველ შეხვედრაში ანგარიშით 0:4 არ წაუგიათ. ევროთასების ისტორიაში ასეთი ანგარიშით წაგების შემდგომ ვერცერთი გუნდი ვერ გასულა შემდგომ ეტაპზე. რა თქმა უნდა, "ბარსელონა” – დიდებული კლუბია და შეიძლება მოხდეს ის, რაც არასდროს მომხდარა. ეს ყველაფერი ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ "ბარსელონა” რომ ბოლომდე იბრძოლებს, ეს ყველას ძალიან კარგად მოეხსენება.

"ბაიერნმა” გერმანიის ჩემპიონატის ტიტული უკვე გაიფორმა, თუმცა "ბარსელონამ” გასულ უქმეებზე "ატლეტიკთან” გამართული მატჩის დიდი ნაწილი ისე ჩაატარა, თითქოს ესპანეთის ჩემპიონატში არაფერი სჭირდებოდეს, საკვანძო ფეხბურთელები დაასვენა, თუმცა, ამავდროულად, რამოდენიმე ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკაც მისცა.

იუპ ჰაინკესის გუნდმა ბოლო ათი შეხვედრა მოიგო, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ორი კვირაა, რაც ოფიციალურად ვერცხლის სინი ხელში უკვე ჩაგდებული აქვს. მიუნხენელების დღევანდელმა მეტოქემ კი ბოლო ათი შეხვედრიდან მხოლოდ ხუთი მატჩის დასრულება მოახერხა გამარჯვებით. მიმდინარე სეზონში "ბაიერნი” "ბარსაზე” მეტს იტანს, როდესაც გასულ სეზონში "ბარსელონა” ამ მაჩვენებლით ევროპაში პირველი იყო. მიუნხენური კლუბის ფეხბურთელებმა 11 მატჩში 26 გოლი გაიტანეს.

გერმანელებმა ფრთხილად უნდა ითამაშონ, რადგან მათმა ხუთი ფეხბურთელი შესაძლოა ფინალს მიღმა დარჩეს, რა თქმა უნდა, თუ "რეკორდმაისტერი” ფინალში გავა – ეს მოთამაშეები ხავი მარტინესი, ბასტიან შვაინშტაიგერი, დანტე, ლუის გუსტავო, ფილიპ ლამი და მარიო გომესი არიან. კატალონიელების მხრიდან დისკვალიფიკაციის საშიშროების ქვეშ მხოლოდ სონგი და პიკე იმყოფებიან.

დღეს ტრავმის გამო ვერ ითამაშებს კარლეს პუიოლი, მოედანზე გასვლის მცირე შანსები აქვს ხავიერ მასკერანოს, ხოლო კითხვის ნიშნის ქვეშაა სერხიო ბუსკეტსის თამაში. ჰაინკესის გუნდს კი მხოლოდ ტონი კროოსი და ოლგერ ბადშტუბერი დააკლდებიან, ტრავმის გამო.

ნანახია: 683 | დაამატა: gigagiga | ტეგები: ბაიერნი, რუსთავი 2, პრევიუ, ბარსა | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ბარსა 4:2 ბეტისი
შესვლის ფორმა
Tankionline.com
პოეზიის ერთი წვეთი
ჩანაწერების არქივი
მომდევნო მატჩი
Trailer
ჩვენი გამოკითხვა
მოგწოსთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 2
ბოლო მატჩის გმირი
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  მაისი 2013  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
რეკლამა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0
www.wsa.ge