1:19 PM ბარსელონა 4:2 ბეტისი | |
ესპანეთის ჩემპიონატის 34 ტურში „ბარსელონა" დაუპირისპირდა „ბეტისს", რომელიც ორჯერ ფლობდა უპირატესობას მატჩის განმავლობაში.
სტუმრები პირველი ტაიმის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას, ბევრს უტევდნენ და შექმნეს 6-7 საგოლე მომენტი. მასპინძლებმა პირველი ტაიმი 1:2 წააგეს.
მეორე ტაიმში მესის გამოსვლამ ყველაფერი შეცვალა. არგენტინელი მოედანზე გამოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე დევიდ ვილიამ გაათანაბრა ანგარიში. შემდეგ კი საქმეში ბარსელონას საუკეთესო „სნაიპერი" ჩაერთო: 60 წუთზე მესიმ საჯარიმო დარტყმით დააწინაურა მისი გუნდი, 71 წუთზე კი დუბლი გაიფორმა და დაფიქსირა საბოლოო ანგარიში 4:2.
ამგვარად „ბარსელონამ" „რეალთან" სხვაობა 11 ქულამდე გაზარდა, შემდეგ ტურში ტიტო ვილანოვოს შეუძლია უკვე გაიფორმოს ჩემპიონობა. რაც შეეხება „ბეტისი" ის კვლავ მეშვიდე პოზიციაზეა. | |
|
სულ კომენტარები: 1 | |
| |
ლა-ლიგა [5] |
კოპა-დელ-რეი [0] |
ჩემპიონთა ლიგა [9] |
ტრანსფერი [19] |
ლაზარეთი [11] |
შეფასება [7] |
ინტერვიუ [2] |
კონტრაქტი [3] |
მულტიმედია [6] |