3:59 PM ჰანდანოვიჩი ფაბრეგასის ნაცვლად??? | |
"ბარსელონადან” სესკ ფაბრეგასის შესაძლო წასვლასთან დაკავშირებული ჭორები კვლავ ვრცელდება. "ბარსელონას” 26-წლის აღზრდილი კატალონიის დედაქალაქში ორი წლის წინ დაბრუნდა, მას შემდეგ, რაც ლონდონის "არსენალში” არსენ ვენგერის ხელმძღვანელობის ქვეშ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო კრეატიულ ნახევარმცველად იქცა. თუმცა ფრანცესკს "ბარსაში” ტრიუმფალური დაბრუნება არ გამოუვიდა. "ლურჯ-ბროწეულისფრების” მაისურით გატარებულ ორ წელიწადში ფაბრეგასი თავისი გუნდისათვის შეუცვლელ ფეხბურთელად ვერ იქცა, წარმატებული მატჩების სერია შეწყვიტა. ჭორების თანახმად, "ბლაუგრანა” ამ ზაფხულს მზადაა სესკს შეელიოს, ასეთ ფეხბურთელზე კი მოთხოვნა ყოველთვის იარსებებს. იტალიური გამოცემა Corriere dello Sport იტყობინება, რომ კატალონიელის გადაბირება ორ მილანურ კლუბს სურს, რომლებიც ფაბრეგასის მიმართ ინტერესს ჯერ კიდევ მის "ბარსაში” გადასვლამდე იჩენდნენ. წყარო იუწყება, რომ "ინტერს” სესკისათვის ბრძოლაში სერიოზული უპირატესობა აქვს. "ბარსელონა” წინააღმდეგი არაა თავისი გოლკიპერი ვიქტორ ვალდესი "ნერაძურის” სლოვენიელი მეკარით სამირ ჰანდანოვიჩით შეცვალოს და "ინტერი” მზადაა ფაბრეგასის ტრანსფერის განსახორციელებლად მაღალი დონის კიპერი "გაწიროს”. თუ კატალონიელები ასეთ "ბარტერს” არ დათანხმდებიან, მაშინ "ნერაძური” "ლურჯ-ბროწეულისფრების” "ოთხიანის” არენდით აყვანას ეცდებიან, შემდგომ გამოსყიდვის უფლებით | |
|
სულ კომენტარები: 1 | |
| |
ლა-ლიგა [5] |
კოპა-დელ-რეი [0] |
ჩემპიონთა ლიგა [9] |
ტრანსფერი [19] |
ლაზარეთი [11] |
შეფასება [7] |
ინტერვიუ [2] |
კონტრაქტი [3] |
მულტიმედია [6] |