0:11 AM მესი ბაიერნთან იქნება!!! | |
როგორც ჩანს კატალონიის ”ბარსელონას” ლიდერი ლიონელ მესი მიუხნენის ”ბაიერნთან” ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/2-ფინალურ დაპირისირებაში მოახერხებს მონაწილეობის მიღებას. ”გლაუგრანასის”’ დღევანდელ ვარჯიშზე გუნდის ექიმებმა არგენტინელს გერმენელებთან მატჩისთვის მოსამზადებელ პროცესში მონაწილეობის მიღების უფლება მისცეს. აქვე გეტყვით, რომ მიუნხენურ გრანდთან პირველს მატჩს კატალონიელები ”ალიანც არენაზე” 23 აპრილს გამართავენ.შეგახენებთ, რომ ლეომ პრიმერაში ”ბარსას” ბოლო ორ შეხვედრაში ვერ ითამაშა, სამაგიეროდ ”პსჟ”-სთან 1/4-ფინალური ეტაპის ფარგლებში გამართულ განმეორებით შეხვედრაში ცვლილებაზე გამოვიდა მოედანზე. ამის მიუხედავად, ჯერჯერობით უცნობია გარისკავს თუ არა გუნდის სამწვრთვნელო შტაბი და გამოიყვანს თუ არა მესის ”ლევანტესთან” პრიმერას უახლოეს მატჩში, რადგან ამჟამად თავის უახლოეს მდევარს მადრიდის ”რეალს” ”ბლაუგრანასი” 13 ქულით ასწრებს. ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მესის მონაგარი 10 მატჩსა და 8 გოლს შეადგენს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |
ლა-ლიგა [5] |
კოპა-დელ-რეი [0] |
ჩემპიონთა ლიგა [9] |
ტრანსფერი [19] |
ლაზარეთი [11] |
შეფასება [7] |
ინტერვიუ [2] |
კონტრაქტი [3] |
მულტიმედია [6] |