5:42 PM როისი:"ბარსა ფავორიტია!!!" | |
ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩების დაწყების წინ, როგორ "დორტმუნდი”, ისევე "ბარსელონაც”, შესაბამისად "მალაგასთან” და "პსჟ”-სთან გასვლითი ფრის შემდეგ, თავიანთი წყვილების ფავორიტებად ითვლებიან, და სავსებით შესაძლებელია ერთმანეთს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირის შემდგომ სტადიაზე დაუპირისპირდნენ. "ბარსელონა” არაამქვეყნიურ ფეხბურთს თამაშობს. მათ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლიათ შეტევის განხორციელება და გოლის გატანა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოწინააღმდეგე თავს ყველა 11 ფეხბურთელით იცავს. სწორედ ამიტომ, სწორედ ისინი ითვლებიან ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებად”, – აცხადებს "ბორუსიას” ფორვარდი მარკო როისი. "მიუხედავად ამისა, შეგვიძლია ნებისმიერი კოლექტივისათვის უსიამოვნო მოწინააღმდეგეები ვიყოთ. ჩვენ საინტერესო და შემტევ ფეხბურთს ვთამაშობთ, და ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ერთი წაგებაც არ გვიგემია. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან ჩვენ რაიმე სერიოზული მწვერვალი ჯერ კიდევ არ დაგვიპყრია”, – დაასრულა 23-წლის ფეხბურთელმა. | |
|
სულ კომენტარები: 1 | |
| |
ლა-ლიგა [5] |
კოპა-დელ-რეი [0] |
ჩემპიონთა ლიგა [9] |
ტრანსფერი [19] |
ლაზარეთი [11] |
შეფასება [7] |
ინტერვიუ [2] |
კონტრაქტი [3] |
მულტიმედია [6] |