9:33 PM რონალდო:"თუ ნეიმარი ბარსაში გადავა, ის ერთ-ერთი საუკეთესო გახდება!!!" | |
ცნობილი ლეგენდარული თავდამსხმელი, რომელიც ადრე "ბლაუგრანას” შემადგენლობაში ასპარეზობდა, მიიჩნევს, რომ მისი თანამემამულე უდიდესს პროგრესს განიცდის, თუკი კატალონიელთა რიგებს შეუერთდება. "ნეიმარს აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყოს. ამის დანახვას ჩვენ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ იგი "ბარსელონაში” გადასვლას აირჩევს. ვფიქრობ, იქ ჩატარებული პირველი სეზონი, მისთვის რთული იქნება.”-აცხადებს "კიჭა” რონალდო. "თუ ეს ასე მოხდა, ჩვენ სულ მალე ვნახავთ, რომ ნეიმარი ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. მე ამაში დარწმუნებული ვარ.”-დაასრულა ბრაზილიელმა ლეგენდამ. მანამდე, კი ცნობილი გახდა, რომ "ბარსელონასა” და "სანტოსის” ხელმძღვანელები, ახალგაზრდა თავდამსხმელის ტრანსფერზე შეთანხმდნენ. თუმცა, ფეხბურთელი თავად აცხადებს, რომ არსად წასვლას აპირებს. | |
|
სულ კომენტარები: 1 | |
| |
ლა-ლიგა [5] |
კოპა-დელ-რეი [0] |
ჩემპიონთა ლიგა [9] |
ტრანსფერი [19] |
ლაზარეთი [11] |
შეფასება [7] |
ინტერვიუ [2] |
კონტრაქტი [3] |
მულტიმედია [6] |