10:46 PM სანჩესისთვის "ემიუც" იბრძოლებს | |
"წითელმა ეშმაკუნებმა” იმ კლუბების სია შეავსეს, რომლებსაც "ბარსელონას” ვინგერი სჭირდებათ. შეგახსენებთ, რომ ალექსის სანჩესის საქმე კატალონიაში საუკეთესო გზით ნამდვილად არ მიდის, სწორედ ამიტომ, ძალიან ბევრი მას უახლოეს ზაფხულში გაყიდვას უწინასწარმეტყველებს. იტყობინებიან, რომ ჩილელის ხელში ჩამგდებთა მრავალრიცხოვან სიას "მანჩესტერ იუნაიტედიც” შეუერთდა. ალექს ფერგიუსონი სანჩესს ლუიშ ნანის შემცვლელად განიხილავს, რომლითაც შოტლანდიელი დიდი ხანია, რაც უკმაყოფილოა. ვარაუდობენ, რომ ამ ზაფხულს ნანის გაყიდვისთანავე "ემიუ” "ბარსელონას” მაცდურ წინადადებას გაუკეთებს. ასეთი გარიგების წარმატებით დასრულების კარგი შანსები არსებობს, რადგან ფერგიუსონს ვინგერის აგენტთან ფერნანდო ფელიჩევიჩთან კარგი ურთიერთობა აქვს. აღსანიშნავია, რომ ალექსის სანჩესის მიმართ საკუთარ ინტერესს "მან სიტი”, "არსენალი”, "ინტერი”, "იუვენტუსი”, "ფიორენტინა” და "ლივერპულიც” იჩენენ. | |
|
სულ კომენტარები: 1 | |
| |
ლა-ლიგა [5] |
კოპა-დელ-რეი [0] |
ჩემპიონთა ლიგა [9] |
ტრანსფერი [19] |
ლაზარეთი [11] |
შეფასება [7] |
ინტერვიუ [2] |
კონტრაქტი [3] |
მულტიმედია [6] |