მთავარი » 2013 » აპრილი » 27 » ტიაგო სილვაზე ფიქრი გრძელდება!!!
5:46 PM
ტიაგო სილვაზე ფიქრი გრძელდება!!!

კატალონიურ გრანდს "პსჟ”-ს კაპიტანი გუნდის უკანა ხაზის გასაძლიერებლად სჭირდება.

არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ბარსელონა”, რომელსაც, არ იქნებოდა ურიგო, რომ უახლოეს ზაფხულში დაცვის ხაზის ცენტრი გაეძლიერებინა, დორტმუნდის "ბორუსიასა” და გერმანიის ეროვნული ნაკრების მცველთან მატს ჰუმელსთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, გერმანელი – "კულეების” ერთადერთი სატრანსფერო მიზანი არაა: კატალონიელები "პარი სენ ჟერმენის” კაპიტნის ტიაგო სილვას შეძენაზე კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ.

"ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის ტიტო ვილანოვასა და კლუბის სპორტული დირექტორის ანდონი სუბისარეტას აზრით, მიუხედავად ბრაზილიელის მაღალი სატრანსფერო თანხისა, მისი შეძენა ამ რთული სიტუაციიდან ოპტიმალური გამოსვლა იქნება, სილვას საკლუბო გამოცდილების გათვალისწინებით.

გარდა ამისა, "ბარსელონაში” გადაბარგების წინააღმდეგი არაა თავად ტიაგო სილვაც, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია "პსჟ”-ს პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც ის თანხა, რამდენსაც პარიზელები ბრაზილიელის სანაცვლოდ მოითხოვენ.

კატეგორია: ტრანსფერი | ნანახია: 745 | დაამატა: gigagiga | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 gigagiga  
0
ნეტა ეს და სუარესი იყიდონ რაააა biggrin cool

სახელი *:
Email *:
კოდი *:
ბარსა 4:2 ბეტისი
შესვლის ფორმა
Tankionline.com
პოეზიის ერთი წვეთი
ჩანაწერების არქივი
მომდევნო მატჩი
Trailer
ჩვენი გამოკითხვა
ესაჭიროება ბარსელონას ახალი მწვრთნელი?
სულ პასუხი: 8
ბოლო მატჩის გმირი
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  აპრილი 2013  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
რეკლამა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
www.wsa.ge