მთავარი » 2013 » აპრილი » 8 » ვალდესს ესპანელი შემცვლელი ეყოლება
6:36 PM
ვალდესს ესპანელი შემცვლელი ეყოლება

245690

დიდი ალბათობით, კატალონიის გრანდიდან ვიქტორ ვალდესის აბარგების შემდეგ, მის ადგილს ესპანელი მეკარე დაიკავებს. El Mundo Depotivo-ს ინფორმაციით, "ბლაუგრანას” ხელმძღვანელობას გადაწყვეტილი აქვს, რომ 31-წლის მეკარე ლეგიონერით არ ჩაანაცვლოს.

მიუხედავად "ბარსელონას” ხელმძღვანელობის სურვილისა, თავისი მრავალწლიანი კარის დარაჯის შენარჩუნებასთან დაკავშირებით, თავად მეკარე, როგორც ჩანს, გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს და "ახალ გამოწვევაზე” ფიქრს აგრძელებს. სწორედ ამიტომ, კატალონიელები ახალი კიპერის ძებნას აგრძელებენ, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში ვალდესის ადგილს დაიკავებს.

"ბლაუგრანას” სახელს უკვე არაერთ უმაღლესი დონის გოლკიპერს უკავშირებდნენ, თუმცა, როგორც El Mundo Depotivo იტყობინება, ტიტო ვილანოვას გუნდში ლეგიონერი არ ჩაირიცხება.

მოცემული გამოცემის თანხმად, "ბარსელონა” ესპანელი კარის დარაჯებზე აპირებს ყურადღების გამახვილებას, რათა შემადგენლობაში ლეგიონერთა რაოდენობა არ გაზარდოს. ჯერჯერობით "ლურჯ-ბროწეულისფრებისთვის” ყველაზე რეალური ვარიანტი "ვალენსიას” გოლკიპერი ვისენტე გუაიტაა. მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, "მფრინავი ღამურების” შემადგენლობაში მისი ასპარეზობით დიდი ხანია, რაც "ბარსაა” მოხიბლული.

გარდა გუაიტისა, "ბარსელონას” ინტერესების სფეროში მოქცეულნი ჯერ კიდევ არიან ორი ინგლისური კლუბის, "ლივერპულისა” და "მანჩესტერ იუნაიტედის” ესპანელი ლეგიონერები პეპე რეინა და დავიდ დე ხეა. თუმცა სერ ალექს ფერგიუსონმა უკვე განაცხადა, რომ ესპანელის გაშვება მის გეგმებში არ შედის.

კატეგორია: ტრანსფერი | ნანახია: 693 | დაამატა: gigagiga | ტეგები: გუაიტა, ვალენსია, ბარსა, ვალდესი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 gigagiga  
0
გუაიტა არაა ცუდი შემცვლელი ვალდესის კვალობაზე cool cool

სახელი *:
Email *:
კოდი *:
ბარსა 4:2 ბეტისი
შესვლის ფორმა
Tankionline.com
პოეზიის ერთი წვეთი
ჩანაწერების არქივი
მომდევნო მატჩი
Trailer
ჩვენი გამოკითხვა
მოგწოსთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 2
ბოლო მატჩის გმირი
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  აპრილი 2013  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
რეკლამა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0
www.wsa.ge