მთავარი » 2013 » აპრილი » 18 » ვილიანოვას ახალი კონტრაქტი ელოდება!!!
4:26 PM
ვილიანოვას ახალი კონტრაქტი ელოდება!!!

კატალონიელებს სურთ, რომ ტიტო ვილანოვამ გუნდის გაწვრთნა მომავალშიც განაგრძოს.

შეგახსენებთ, ტიტო ვილანოვა დიდი ხნის განმავლობაში იყო ხოსეპ გვარდიოლას თანაშემწე, ამ სეზონის დაწყების წინ კი თავად ჩაიბარა "ბარსელონა”. სპეციალისტმა საკუთარ გუნდს გარკვეული დრო ვერ უხელმძღვანელა, რადგან ყელზე სიმსივნის ნიშნები აღმოაჩნდა და ოპერაცია დასჭირდა, თუმცა, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა, მან რეაბილიტაციის კურსი ნიუ-იორკში გაიარა და ახლა კვლავ ესპანური გრანდის განკარგულებაშია.

ახლა ვილანოვა თავს შესანიშნავად გრძნობს, "ბარსელონას” ხელმძღვანელობას კი გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგები აკმაყოფილებს. სწორედ ამიტომ, კლუბი მას ახალ კონტრაქტს უმზადებს, რომელიც ზაფხულში უნდა გაფორმდეს, ან მომდევნო სეზონის დასაწყისში.

ასევე გეტყვით იმასაც, რომ ვილანოვას "ბლაუგრანასთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2014-წლის ზაფხულში ეწურება.

კატეგორია: კონტრაქტი | ნანახია: 709 | დაამატა: gigagiga | ტეგები: ტიტო, ვილიანოვა | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ბარსა 4:2 ბეტისი
შესვლის ფორმა
Tankionline.com
პოეზიის ერთი წვეთი
ჩანაწერების არქივი
მომდევნო მატჩი
Trailer
ჩვენი გამოკითხვა
ესაჭიროება ბარსელონას ახალი მწვრთნელი?
სულ პასუხი: 8
ბოლო მატჩის გმირი
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  აპრილი 2013  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
რეკლამა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
www.wsa.ge